ჩვენ შესახებ

დამფუძნებლის შესახებ

დავით ბოდოკია

დავით ბოდოკია კომპანია რედლაინერის დამფუძნებელია. დავითი 2014 წლიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტიზაციის ავანგარდშია. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასა და კანონის აღსრულების სისტემების შემუშავებაში. მის პორტფოლიოში თავმოყრილია მრავალი წარმატებით განხორციელებული მასშტაბური პროექტი, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

დავით ბოდოკია ამერიკის შეერთებული შტატების, ჯორჯიის შტატის რობინსონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულია რისკების მენეჯმენტის სპეციალიზაციით. საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ უძღვება პროექტებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებში. ნამუშევარი აქვს, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად, ასევე სამინისტროს მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელად.

კომპანია რედლაინერი 2020 წელს დაარსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ქვეყნის შრომის უსაფრთხოების სფეროში  არსებული ვითარების დეტალურ ანალიზს, რომელმაც ნათლად გამოავლინა ბაზარზე  ხარისხიანი სერვისების დეფიციტი. საკონსულტაციო კომპანიების დიდი ნაწილი ან პასუხისმგებლობის აღებას ერიდებოდა, ან ფუნდამენტური პროცესების შეცვლითა და დანახარჯებით ცდილობდა საკუთარი არაეფექტიანი პოლიტიკის დანერგვას.

რედლაინერმა სწრაფადვე მოახერხა ბაზრის მნიშვნელოვანი  წილის ათვისება და ავტორიტეტი პრობლემების ინოვატურული გადაწყვეტით დაიმკვიდრა. დღეს ის საქართველოში მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სექტორში.

"უსასრულოდ ვუახლოვდებით წითელ ხაზს, მაგრამ არასდროს ვკვეთთ მას"

About Us photo

უსაფრთხო სამუშაო გარემო და ჯანმრთელობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ეს ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც ამორალური და უკანონოა. თუმცა, ამავე დროს ბიზნესის მიზანს მაქსიმალური ეფექტურობით მიღწეული შედეგები წარმოადგენს. სწორედ ამ კონფლიქტის გადაწყვეტასა და ოქროს შუალედის მიღწევას  გთავაზობთ კომპანია რედლაინერი. ჩვენ არასოდეს შევიმუშავებთ შრომის უსაფრთხოების გეგმას, რომელიც თქვენი საქმიანობის შემაფერხებელი ან დამაზიანებელი იქნება. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოვახდინოთ სახელმწიფო რეგულაციების ინტეგრირება კომპანიის სამუშაო პროცესში და მინიმალური ცვლილებებით გავაუმჯობესოთ სამუშაო გარემო. კომპანიის დასახელება სწორედ ამ ოქროს შუალედიდან გამომდინარეობს. RedLiner – ჩვენი კომპანიის სახელწოდება სწორედაც ხაზს უსვამს იმ მორალური თუ ტექნიკური „წითელი ხაზების“ არსებობისადმი ურყევ პრინციპებს, რომლის საშუალებითაც მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია შეძლებს ჩვენი დახმარებით ეფექტიანად დანერგოს შრომის უსაფრთხოების სისტემები, საკუთარი რენტაბელურობის დაქვეითების გარეშე.

ჩვენი მისია

დავეხმაროთ კომპანიებს მაქსიმალურად აითვისონ საკუთარი პოტენციალი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვჯერა ისეთი მომავლის, სადაც თითოეული კომპანია ნათლად ხედავს უსაფრთხო გარემოს უპირატესობას ბიზნეს საქმიანობისთვის. ჩვენ თავს ვუძღვნით ამ მომავლის შენებასა და ეფექტური უსაფრთხოების სისტემების შექმნას.

ჩვენი ღირებულებები

ღირებულებები არის ჩვენი მოტივაციის უშრეტი წყარო, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში გვეხმარება.

ეთიკა

ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუფასებელია.

დისციპლინა

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ იღბალი საკმარისი არ არის. ამ გზაზე სიარულს შეუპოვარი დისციპლინა და მიზანდასახულობა ესაჭიროება.

ეფექტიანობა

ბიზნეს სამყარო დაუნდობელი და მიზანდასახულია. შედეგები ჩვენი წარმატების მთავარი საზომია.