პროექტები

01

პროექტი

50 000 ლარიანი ჯარიმა და შეჩერებული საქმიანობა

სამშენებლო სექტორი

ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო ჯგუფი საქართველოში, რომელიც გამორჩეულია თავისი პროდუქტის ხარისხითა და წარმატებით, ორჯერ დაჯარიმდა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის მიერ. ჯარიმასთან ერთად, მას სამუშაო პროცესიც შეუჩერეს.
მიუხედავად აქტიური მუშაობისა, კომპანიამ ვერ მოახერხა კრიტიკული დარღვევების აღმოფხვრა. ამის ძირითადი მიზეზი, პრობლემებისა და სიმპტომების არასწორი ანალიზი გახდა. ცვლილებები არ აკმაყოფილებდა შრომის ინსპექციის მოთხოვნებს და რაც ყველაზე მთავარია, ამ დროის მანძილზე კომპანია ვერ ახერხებდა მუშაობის განახლებას.
საკითხის გადაჭრა საგრძნობლად გახანგრძლივდა. 50 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, კომპანიას უწევდა სამუშაოების შეჩერებისგან გამოწვეული ზარალის ატანა. ამ დროს, მათ ემსახურებოდათ ბაზარზე არსებული შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო სხვა ორგანიზაცია.
კომპანიის გადაწყვეტილებით, საქმეში ჩაერთო რედლაინერი. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვერით კრიტიკული დარღვევები და გავმართეთ უსაფრთხოების დოკუმენტაცია. გამოიყო მინდობილი პირი რედლაინერიდან, რომელსაც გადაეცა მინდობილობა დამქირავებელი კომპანიისგან და ჩაბარდა სრული კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან.
რედლაინერის მიერ, პრობლემების ქირურგიული სიზუსტით აღმოფხვრის შემდეგ, კომპანიას მიეცა სამუშაოების განახლების უფლება. ჩვენი თანამშრომელი ყოველ დღე ესწრება სამუშაოებს, შესაძლო გართულებების აღმოფხვრის მიზნით.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კომპანიამ 3 ინსპექცია ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა.
მსგავსი სიტუაცია არაერთხელ შეგვხვდა სამშენებლო სექტორში. ერთ-ერთ კომპანიას მიეცა 3 თვე პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა საბოლოოდ მაინც დაჯარიმდნენ, მიუხედავად კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა.
თითოეულ ამდაგვარ სიტუაციას, რედლაინერი ეფექტურად უმკლავდება. ქმნის შესაბამის დოკუმენტაციას და აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო სექტორთან.

სერტიფიცირებული ხარაჩოები

სამშენებლო სექტორი

სამშენებლო სექტორში მრავლად გვხვდება კუსტარულად დამზადებული ხარაჩოები, რაც მიუღებელია შრომის ინსპექციისათვის. ამ გამოწვევის წინაშე დადგა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი სამშენებლო კომპანია, როდესაც ინსპექციამ ხარაჩოების სერტიფიკატის არ არსებობის გამო, კრიტიკული დარღვევა დააფიქსირა.

აღნიშნულის შემდეგ ჩაერთო რედლაინერი. კომპანიას მივაწოდეთ სერტიფიცირებული ხარაჩოები, რომლის დოკუმენტაცია იყო ქართული კანონმდებლობის შესაბამისი და ნოტარიუსის ნათარგმნი ქართულ ენაზე. კომპანიამ ამავდროულად აღმოფხვრა სხვა შესაძლო დარღვევები სამუშაო პროცესში და გამართა უსაფრთხოების დოკუმენტაცია.  შრომის ინსპექციამ დადებითად შეაფასა ცვლილებები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კომპანია განაგრძობს საქმიანობას უსაფრთხო გარემოში.

02

პროექტი

03

პროექტი

განსაკუთრებით სახიფათო სამუშაო გარემო

ქაღალდის საწარმო

ზოგიერთ სექტორს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასეთია ქაღალდის წარმოება.

ჩვენს პორტფოლიოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საწარმოს 22 მითითება მიეცა შრომის ინსპექციის მხრიდან (თითოეული 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებდა). ამავდროულად დაევალა სხვადასხვა ინსტრუქტაჟის ჩატარება თანამშრომლებისთვის. ამ დროს მათ სხვა საკონსულტაციო კომპანია ემსახურებოდა.

კომპანიას დაევალა, საწარმო დანადგარის შეცვლა, რაც 25 000 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯს გულისხმობდა.

აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აღმოჩნდა, რომ არსებულ საკონსულტაციო კომპანიას არ გააჩნდა სპეციალური ინსტრუქტაჟების ჩატარების სერტიფიცირება.

რედლაინერმა, მოკლე დროში აღმოფხვრა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. გამართა კომპანიის კორესპონდეცია და ჩაატარა ყველა საჭირო ინსტრუქტაჟი. ამის შემდგომ, კომპანიამ დააკმაყოფილა ყველა დადგენილი სტანდარტი და თავიდან აირიდა ჯამში 22 000 ლარიანი ჯარიმა.

დანადგარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მოხდა მისი მოდიფიცირება მინიმალური დანახარჯით. შედეგად, დაკმაყოფილდა ინსპექციის ყველა მოთხოვნა და ახალი დანადგარის ყიდვის საჭიროებაც მოიხსნა. კომპანიამ რედლაინერის დახმარებით დაზოგა 25 000 აშშ დოლარი.

დღეს ის მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებით გამოირჩევა და მათთან გეგმიური ინსპექტირების ჩატარების საჭიროებაც კი აღარ დგება.

სამაგალითო კოვიდ უსაფრთხოება

სავაჭრო ქსელი

გლობალური პანდემიის მიერ დამდგარ ახალ რეალობასთან ადაპტირება, პირველ რიგში, სავაჭრო ობიექტებს მოუხდათ. მათ სამუშაოების გაგრძელება შეძლეს, თუმცა ამავდროულად უმძიმესი რეგულაციების ქვეშ აღმოჩნდნენ.

გამონაკლისი არ ყოფილა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაც. მათ 350-ზე მეტ ობიექტზე დასჭირდათ შრომისა და მომხმარებლის უსაფრთხოების პირობების შემუშავება. თანამშრომლებისა და ობიექტების სიმრავლიდან გამომდინარე, კომპანია 3 სხვადასხვა საკონსულტაციო ორგანიზაციასთან მუშაობდა 3 თვის მანძილზე, თუმცა მაინც ვერ მოხერხდა პროცედურული საკითხების გამართვა. 

ამავდროულად მკაცრდებოდა სახელმწიფოს მიერ წაყენებული მოთხოვნები და ჯარიმებთან ერთად, დადგა რეპუტაციული ზიანის თვალსაჩინო საფრთხე.

რედლაინერმა გაანალიზა კომპანიის მდგომარეობა, სავაჭრო ობიექტები და შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურები. 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა დოკუმენტაციის გამართვის, თანამშრომელთა გადამზადებისა და საჭირო პროცედურების დანერგვაზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენი პარტნიორი გახდა სამაგალითო კომპანია კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.

2020 წლის ზაფხულში, როდესაც გამოიკვეთა პანდემიის მეორე ტალღის საფრთხე საქართველოში, სახელმწიფომ დაიწყო სავაჭრო დაწესებულებების აქტიური ინსპექტირება. დაჯარიმდა თითქმის ყველა სავაჭრო ქსელი კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო. გამონაკლისი გახდა ჩვენი პარტნიორი, რომელიც დღემდე სამაგალითოა კონკურენტებს შორის.

04

პროექტი

05

პროექტი

სავენტილაციო სისტემა და რედლაინერის გადაწყვეტა

ქაღალდის საწარმო

სავაჭრო ქსელებს შეეხოთ შრომის უსაფრთხოების კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც თითოეულ ობიექტში, ძვირადღირებული სავენტილაციო სისტემების დამონტაჟებას ითვალისწინებდა. ობიექტების სიმრავლიდან გამომდინარე, ამ პროექტის ღირებულება მილიონობით ლარს აღწევდა.

რედლაინერის გამოცდილი სპეციალისტებისა და იურისტების შრომის შედეგად, მოიძებნა გამოსავალი. “Ratio Legis” – ანუ კანონმდებლის ობიექტურ მიზანს წარმოადგენდა დასაქმებულთა უზრუნველყოფა სუფთა ჰაერით და არაძვირადღირებული აღჭურვილობის ფორსირება დამსაქმებელთათვის.

შემუშავდა ჰაერის ცირკულაციის მოსაწესრიგებელი ალტერნატიული გეგმა და შეიქმნა ინდივიდუალური სამუშაო სისტემა 7000-მდე დასაქმებულისათვის. შედეგად, დაკმაყოფილდა კანონმდებლის მოთხოვნები და ჩვენი შრომითა და ცოდნით, ჩვენმა დამქირავებელმა აირიდა მრავალ მილიონიანი პროექტის დანერგვის საჭიროება.

ღია სივრცეები რესტორნებში

სარესტორნო სექტორი

კოვიდ 19-ის მეორე ტალღამ ახალი სირთულეები მიუტანა მომსახურების სექტორს. კერძოდ, რესტორნებს აეკრძალათ დახურული სივრცის ათვისება და მნიშვნელოვნად შეეზღუდათ ვიზიტორთა რაოდენობა.

ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად ჩაერთო რედლაინერი ჩვენი პარტნიორის სარესტორნო ქსელის საქმიანობაში. რეგულაციების დეტალურად შესწავლის შემდეგ, მოვახდინეთ იმ კონკრეტული ფაქტორების იდენტიფიცირება, რაც განასხვავებდა ღია სივრცეს დახურულისგან.

თითოეულ რესტორანში, ინდივიდუალურად შევაფასეთ შესაძლებლობები და საჭიროებები. მოვახდინეთ სივრცეების მოდიფიცირება და გადავამოწმეთ მათი კანონთან შესაბამისობა. შედეგად, საშუალება მივეცით ჩვენს პარტნიორებს სრულად აეთვისებინათ თავიანთი პოტენციალი და დახურული სივრცეები გადაექციათ ღიად.

06

პროექტი

07

პროექტი

კოორდინაცია ბაღებსა და სახელმწიფოს შორის

კერძო ბაღები

კოვიდ პანდემია მწვავედ აისახა კერძო ბაღებზე. ეს სექტორი ყოველდღიურად კარგავდა ფულს დაწესებული შეზღუდვების გამო. აღნიშნული საკითხის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა დაევალა Redliner-ს.

ჩვენი გუნდი აქტიურად შეუდგა კოვიდ უსაფრთხოების მოწესრიგებას კერძო ბაღებში. ჩატარდა პერსონალის ინსტრუქტაჟი და მოხდა დაწესებულებების აღჭურვა უსაფრთხოების ინვენტარით. პარალელურად ვთანამშრომლობდით სახელმწიფო სექტორთან, რათა მომხდარიყო ბაღების კოორდინირებული ინსპექტირება.

შედეგად გაიხსნა ყველა ჩვენი პარტნიორი ბაღი და ჯარიმის გარეშე განაგრძო მუშაობა ყველამ, ვინც ჩვენი მითითებები გაითვალისწინა.

PCR ტესტირების უსაფრთხოება

სამედიცინო ცენტრები

სამედიცინო სექტორი, პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. განსაკუთრებით სახიფათო სამუშაო პირობებში ოპერირებდნენ ისინი, ვინც მოსახლეობას PCR ტესტირებას სთავაზობდნენ. ცხადია ეს ობიექტები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იყვნენ სახელმწიფოსგან.

განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტებით გამოირჩეოდა ჩვენი პარტნიორი ქსელი. მიუხედავად ორგანიზაციაში არსებული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფისა, მათ მაინც მოისურვეს Redliner-ის ჩართვა პროცესში.

ჩვენს მიერ შემუშავებულმა შრომის უსაფრთხოების სისტემებმა, ურთულეს პირობებსა და ინტენსიურ ინსპექტირებას გაუძლო. კომპანიამ სამაგალითოდ გაართვა თავი გამოწვევებს და შედეგად, მათი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მართვა, სრულად გადმოაბარა Redliner-ს.

08

პროექტი