გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების უნიკალური სისტემებისა და პოლიტიკის დანერგვას. ამავდროულად გაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ჩვენი პროდუქტი ეფექტურად იმუშავებს – წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ.
ნებისმიერი ორგანიზაცია მოწყვლადია სხვადასხვა ტიპის, სიმძიმისა თუ ხანგრძლივობის რისკების წინაშე. მხოლოდ გამოცდილ ექსპერტს ძალუძს დროულად მოახდინოს რისკის იდენტიფიცირება, შეაფასოს, შეიმუშაოს პრევენციის ზომები, დაამყაროს კონტროლი და აწარმოოს რისკის წარმოქმნის პირობებზე ზედამხედველობა.
შესაძლო რისკების დადგენის შემდეგ, სპეციალისტები შეიმუშავებენ თქვენს საწარმო პროცესებზე მორგებულ პოლიტიკასა და სისტემებს. ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, რისკების წარმოქმნის შესაძლებლობა მნისვნელოვნად იქნება ნიველირებული.
სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობას და ვუწევთ მის ადვოკატირებას სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან. ჩვენ მზად ვართ დაგიზღვიოთ რისკები სახელმწიფო რეგულაციების მიმართ და თუკი ჩვენი ქმედება არ იქნება საკმარისი ან იქნება ხარვეზიანი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე.
შევისწავლით თქვენს სამუშაო გარემოს, დავათვალიერებთ სივრცეს, მოვამზადებთ ფოტო და ვიდეო მასალას და ჩავატარებთ გასაუბრებებს.
ექსპერტთა ჯგუფი მოახდენს რისკების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს. რეკომენდაციები სრულად იქნება მორგებული თქვენი საქმიანობის სპეციფიკასა და რეალურ სამართლებრივ გარემოზე.
მოხდება პოლიტიკისა და რეკომენდაციების დოკუმენტირება. აღნიშნული მასალა იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო თქვენთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის.
მდგრადი უნარ - ჩვევების გამომუშავებისა და რისკების მინიმიზების მიზნით, თქვენს თანამშრომლებს ჩაუტარდებათ შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების საკითხებში სრულფასოვანი ინსტრუქტაჟი სერტიფიცირებული პროფესიონალების მიერ. პროცესის ეფექტიანობის გადამოწმების მიზნით, პერიოდულად ჩატარდება ტესტირებები.
ეტაპობრივად განხორციელდება ობიექტების მონიტორინგი, რათა ვიყოთ გარანტირებული ჩვენს მიერ განხორციელებული ინსტრუქტაჟის სიცოცხლისუნარიანობაში და დავრწმუნდეთ, რომ რეკომენდაციები გათვალისწინებულია და სამუშაო სივრცე თანხვედრაშია რეგულაციებთან.
საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გიშუამდგომლოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი შეცდომის გამო ინსპექცია დაგიწესებთ ჯარიმას, მზად ვართ სრულად დაფაროთ აღნიშნული.